“არასოდეს დაგივიწყებთ” – მატამ გულშემატკივრებს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა

ხუან მატას ოლდ ტრაფორდიდან წასვლის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ესპანელმა გულშემატკივრებს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა და განაცხადა:
“აქედან, შუა მოედნიდან, ოლდ ტრაფორდზე, ღამით. მარტო ვარ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი სიზმარივითაა. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. არასოდეს დაგივიწყებთ. ძალიან დიდი მადლობა.” – განაცხადა ხუან მატამ.
34 წლის ფეხბურთელის გარდა ინგლისური გრანდი ჯესი ლინგარდმა და პოლ პოგბამაც დატოვეს. რაც შეეხება ხუანს, ის სავარაუდოდ ესპანეთში დაბრუნდება. მისი დამატების ფავორიტი კი “რეალ სოსიედადია”.

Leave a comment