“მანჩესტერ იუნაიტედს” ცენტრალური-დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ერთ-ერთი ვარიანტი ამ პოზიციაზე კი არგენტინელი ფეხბურთელი, ლისანდრო მარტინესია.
როგორც De Telegraf-ი ციტირებს, “იუნაიტედმა” “აიაქსს” ახალი გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.
“წითელმა ეშმაკებმა” ნიდერლანდურ გრანდს ფეხბურთელის თაობაზე 50 მილიონი ევრო შესთავაზეს (ბონუსების ჩათვლით). ეს ის თანხაა, რასაც ამსტერდამული კლუბი ითხოვს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “წითლები” მარტინესის თანაგუნდელის ენტონის თაობაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის დაიმატებენ “ოლდ ტრაფორდის” ბინადრები სატრანსფერო ფანჯრის დროს.
