“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა და განაცხადა:
“სხვა გუნდების მხრიდან ინტერესი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. ბარსაში თავს კარგად ვგრძნობ. ” – განაცხადა ფრენკი დე იონგმა.
ნიდერლანდელის აგენტებსა და “წითლების” წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ესპანური კლუბი დიდ სატრანსფერო თანხას ითხოვს 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რაც ტრანსფერის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.