“ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერი დღემდე აქტუალური თემაა სოციალურ ქსელში. ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი ინგლისურ გრანდში გადასვლასთან ახლოს არის.
ამასთან, როგორც Marca იტყობინება, “ბლაუგრანამ” 25 წლის ნახევარმცველს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ თუ “კამპ ნოუზე” თამაში სურს, ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი იძულებული გახდება ფეხბურთელი გაუშვას.
ახლა ჯერი ფრენკიზეა, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს და გადაწყვიტოს თუ სად სურს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება.
შეგახსნებთ იმასაც, რომ “წითლებმა” ესპანურ გრანდთან შეთანხმებას მიაღწიეს, მხოლოდ დარჩენილია პირადი კონტრაქტის დეტალები, თუმცა დე იონგის გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
