გარი ნევილი: “ამ პოზიციებზე უნდა გაძლიერდეს მანჩესტერი ამ ზაფხულს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ გარი ნევილმა ისაუბრა იმაზე, თუ რომელ პოზიციაზე უნდა გაძლიერდეს “იუნაიტედი” ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს
“არის პოზიციები, რომლებზეც მანჩესტერს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. პირველი ეს არის ცენტრალური ნახევარდაცვაა. ამ პოზიციაზე  მანჩესტერს კარგი ფეხბურთელები სჭირდება. მათ ასევე სჭირდებათ ცენტრფორვარდი. ვიცი, რომ რონალდუ დარჩება გუნდში, თუმცა მათ ფორვარდი მაინც სჭირდებათ. ცენტრფორვარდი აუცილებელია. ” – განაცხადა გარი ნევილმა.
ჯერჯერობით, გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” მოლაპარაკებებს აწარმოებენ ენტონისთან და ფრენკი დე იონგთან. მათი ოლდ ტრაფორდზე ხილვა ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა დაარწმუნოს ფეხბურთელები ამ ნაბიჯის გადადგმაში.

Leave a comment