“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დეხეა კრიშტიანუ რონალდუს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს:
“გასაოცარია ის თუ როგორ მუშაობს, ყველაფერზე მეტყველებს, თუ როგორ ეპყრობა თავს, საკუთარ სხეულს. ყველა მატჩზე, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ამიტომაც, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია და ყველასთვის მისაბაძი მაგალითია” – ციტირებს ესპანელის სიტყვებს “წითლების” ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ იმისაც, რომ 37 წლის პორტუგალიელი ოლდ ტრაფორდზე გასულ წელს ტურინის “იუვენტუსიდან” დაბრუნდა. მან 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიიწერა.
