“დეპორტივოს” ექს-პრეზიდენტი: “რონალდუს ყიდვაზე უარი განვაცხადეთ”

აუგუსტო სეზარ ლენდოირომ, რომელიც 2000-იან წლებში “დეპორტივოს” პრეზიდენტი იყო, განაცხადა, რომ ესპანურმა კლუბმა თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს დამატებაზე უარი განაცხადა:
“17-18 წლის კრიშტიანუს თამაშის ვიდეოს ვუყურეთ და გადავწყვიტეთ გაგვეგო თანხა, რომლის სანაცვლოდაც “სპორტინგი” მას გაყიდიდა. პორტუგალიელებმა 12 მილიონი ევრო მოითხოვეს, ჩვენ კი ეს თანხა ზედმეტად მაღალი მოგვეჩვენა. ამის გამო მოლაპარაკებები დასრულდა, რადგან თანხაზე ვერ შევთანხმდით.მაშინ რონალდუ ბავშვი იყო და არ ვიცოდით, როგორ გამოიჩენდა ის თავს მომავალში. რამდენიმე წლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა გადაიხადა საჭირო თანხა ფეხბურთელში და კრიშტიანუ გადაიბირა.” – განაცხადა სეზარ ლენდოირომ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “სპორტიგიდან” ინგლისურ გრანდში 2003 წელს გადავიდა. მისი ხილვა ოლდ ტრაფორდზე სწორედ სერ ალექს ფერგიუსონის სურვილი იყო.

Leave a comment