ალბათ გსმენიათ რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა ახალგაზრდა ერლინგ ჰალანდი იუნაიტედს ურჩია, იყო გაგრძელებაც ამ ისტორის რომელიც ბევრმა არ იცის და რომელიც გვიჩვენებს რამდენად ახლოს იყო მისი გადმოსვლა და რატომ ვერ მოხერხდა.2018 წლის ზაფხულისთვის მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტებმა შეადგინეს თითქმის 30 ანგარიში ჰალანდის მატჩებზე დაკვირვების საფუძველზე. ასევე სკაუტებმა მოახერხეს ჰოლანდი უფროსის გადმობირება (ჰალანდის მამის). მამის გადმობირება მოხდა ნორვეგია – პანამას ამხანაგურ მატჩზე, მანჩესტერ იუნაიტედის ორი წარმომადგენელი დაჯდა ალფის გვერდით. ამისთვის „იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა გამოეყენეს თავისი კავშირები – დაუკავშირდნენ ნორვეგიელ ცნობილ კომენტატორს, შეხვედრა წარმატებით დასრულდა. საღამო იმ გაგებით დასრულდა რომ ერლინგი ოლდ ტრაფორდზე 5 მილიონ ევროდ წავიდოდა.შეთანხმდნენ რომ ჯონ მერტო დაუკავშირდებოდა ჰალანდის აგენტს 9:00 საათზე დეტალების დასადასტურებლად. 9:00 საათზე ზარი არ ყოფილა. 9:30 საათზეც ასევე სიჩუმე იყო. მხოლოდ 10:00 საათზე დარეკა აგენტმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა დროის ზონებში იყო დაბნეული და დიდი ბრიტანეთის დროით 9:00 საათზე დარეკა.იმ მომენტში ერლინგი უკვე იყო ზალცბურგის უფროსებთან შეხვედრაზე – იმავე დღეს ნორვეგიელმა ავსტრიელებთან კონტრაქტი გააფორმა.