ენტონიმ “აიაქსს” ულტიმატუმი წაუყენა – რას ითხოვს ბრაზილიელი?

“აიაქსის” ფეხბურთელს, ენტონის გადაწყვეტილი აქვს დატოვოს კლუბი და შეუერთდეს “მანჩესტერ იუნაიტედს”, იტყობინება ცნობილი ბრიტანული წყარო  The Times-ი.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ “იუნაიტედის” აგენტებთან მოლაპარაკებები გაემართათ და შეთავაზებები მოესმინათ.
როგორც წყარო სძენს, 22 წლის ფეხბურთელს რაც შეიძლება მალე სურს ნიდერლანდული კლუბის დატოვება და თვლის, რომ პრემიერ-ლიგაში სათამაშოდ მზად არის.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “აიაქსი” ენტონის სანაცვლოდ 69 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც “წითელი ეშმაკებისთვის” მიუღებელია.

Leave a comment