კლუბის არხთან MUTV ინტერვიუში ერიკ ტენ ჰეგმა უპასუხა კითხვებს, თუ როდის შეძლებენ იუნაიტედის გულშემატკივრები ნახონ გუნდის ორი ახალწვეულები – სერხიო რეგილონი და სოფიან ამრაბატი.
„რეგილონი? ვფიქრობ, დიახ, თქვენ მალე შეძლებთ მის ნახვას“, – თქვა ბოსმა. ჩვენ გვყავს მცველების ნაკლებობა, ამიტომ სერხიო შესაძლოა მოედანზე ძალიან მალე გამოჩნდეს.
„რაც შეეხება ამრაბატს, სამწუხაროდ ის ტრავმით დაბრუნდა და შაბათს ვეღარ ითამაშებს, მაგრამ ვფიქრობ ის ძალიან სწრაფად დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე შევძლებთ მათი თამაშით სიამოვნებას“.