“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და განაცხადა:
“რონალდუ გიგანტია, რადგან უკვე მან ბევრი რამ გვაჩვენა. ვფიქრობ, კვლავ ძალიან ამბიციურია. რა თქმა უნდა, მისი შენარჩუნება მსურს. ამ წელს რონალდუ მანჩესტერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ჩემ მწვრთნელობის პერიოდშიც ასე გაგრძელდება” – განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ ოლდ ტრაფორდს დატოვებდა. თუმცა, როგორც სჩანს იგი ინგლისურ გრანდში რჩება და მომავალ სეზონშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კლუბის შემადგენლობაში.