ერიკ ტენ ჰეგის პრესკონფერენცია შერიფთან მატჩის წინ
ითამაშებს თუ არა რონალდუ:
ბოდიში, მაგრამ მოლდოველ გულშემატკივრებს ხვალამდე მოუწევთ ლოდინი.
– რაშფორდის შესახებ:
„ის მიუწვდომელია. ეს არის არსენალთან თამაშის შედეგები, მას კუნთის ტრავმა აქვს. არამგონია დიდხანს დარჩეს ლაზარეთში, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. ტრავმა არ არის ძალიან სერიოზული და ველოდებით რომ მალე დაბრუნდება“.
– მომზადების შესახებ:
“ჩვენი ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ყოველ მესამე დღეს თამაშს. ახლა კი ამ 3 დღეებს ვიყენებთ ვარჯიშისთვის. ხვალინდელი მატჩისთვის კარგად ვემზადებით.
ცხადია, შერიფი სერიოზული გუნდია, რომელმაც დაამარცხა დიდი მეტოქეები – მადრიდის რეალი და შახტარი.