ერიკ ტენ ჰეგი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ მცირე ხუთ ტრანსფერს აპირებს.

მანჩესტერ იუნაიტედი ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. “ბარსელონა” ითხოვს ღირებულებას რომელიც შეიძლება გაიზარდოს 85 მილიონ ფუნტამდე და “იუნაიტედი” მაგრამ ეს თანხა იუნაიტედისთვის ძალიან ძვირია, ისინი ცდილობენ 70 მილიონში გაურიგდეს ბარსელონას.

ერიკ ტენ ჰეგს ასევე სურს ენტონის გაფორმება, ისევე როგორც კრისტიან ერიქსენის. “აიაქსი” ბრაზილიელის შემცვლელად “ტოტენჰემის” თავდამსხმელ სტივენ ბერგვინით არის დაინტერესებული.

თენ ჰეგისთვის თავდაცვის გაძლიერების მთავარ სამიზნედ იურიენ ტიმბერი გამოყო,  იუნაიტედი იმედოვნებდა რომ გასულ კვირას შეძლებდა ტიმბერთან ხელის მოწერას მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ მისი სათამაშო დროის უკმარისობამ ეს ნაბიჯი ეჭვქვეშ დააყენა. ტიმბერმა ასევე ცხადყო, რომ აიაქსში დარჩენა კომფორტული იქნებოდა მისთვის ამ ეტაპზე.

Leave a comment