ერიქსენმა გადაწყვეტილება მიიღო – სად სურს კარიერის გაგრძელება დანიელს?

“მანჩესტერ იუნაიტედს” ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, ერთ-ერთ ვარიანტად კი ამ პოზიციაზე კრისტიან ერიქსენი მიიჩნეოდა, რომელსაც ინგლისურმა გრანდმა კონტრაქტიც კი შესთავაზა.
თუმცა, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 30 წლის ფეხბურთელმა “წითლების” რიგებში გადასვლაზე უარი განაცხადა.
დანიელს სურს, რომ თავის ყოფილ გუნდს “ტოტენჰემს” შეუერთდეს, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
რაც შეეხება “იუნაიტედს”, გუნდი ოთხმა ნახევარმცველმა ჯესი ლინგარდმა, ხუან მატამ, პოლ პოგბამ და ნემანია მატიჩმა დატოვეს. ამიტომ “წითელმა ეშმაკებმა” ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ ზაფხულს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.

Leave a comment