ვარანი ნაკრებს ვეღარ დაეხმარება? – როგორია ფრანგის მდგომარეობა

ერთა ლიგის შეხვედრის დროს, როდესაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა-მცველმა რაფაელ ვარანმა ტრამვა მიიღო და მოედანი მე-60 წუთზე დატოვა.
როგორც წყარო Equipe de France -ი იტყობინება 29 წლის ფეხბურთელისთვის ეს გათამაშება დასრულებულია და ის ეროვნულ ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში ვეღარ დაეხმარება. გასაგებია, რომ ტრამვა არც ისე სერიოზულია, თუმცა მას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება გამოჯამრთელებისთვის.
რაფაელს ამ სეზონში ხშირად აწუხებდა ტრამვები, რის გამოც ბევრი მატჩის გამოტოვება უწევდა. მან პრემიერ-ლიგის ეგიდით მხოლოდ 22 შეხვედრის გამართვა შეძლო მთელი სეზონის განმავლობაში.

Leave a comment