Times-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ჰენრი ვინტერმა მარკუს რაშფორდთან ვრცელი და დიდი ინტერვიუ ჩაწერა, იუნაიტედის თავდამსხმელი სტუმრობდა მის ძველ სკოლას სამხრეთ მანჩესტერში.
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი შეტყობინებების შესახებ:
– თავს გაუგებრად ვგრძნობ, მაგრამ ვუმკლავდები. მე ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და უბრალოდ მიყვარს ფეხბურთი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია .
დერბის მატჩის დროს მისი გუნდიდან ამოღების შესახებ:
– რა თქმა უნდა იმედგაცრუებულად ვგრძნობ თავს, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მთავარია გავიმარჯვეთ ასე რომ ყველაფერი გრძელდება. ეს ჩემთვის იმედგაცრუებაა, მაგრამ მე საკმაოდ დიდი ვარ რომ გავუმკლავდე ასეთ წარუმატებლობას. რა მიბრძანებთ რომ გავაკეთო ? ვიჯდე კუთხეში და ვიტირო? თუ ჯობია ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ადგილი მოვიპოვო როცა გუნდში ვიქნები?
“იუნაიტედიდან” შესაძლო წასვლის შესახებ:
“პირადად მე ვფიქრობ რომ მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის და შემდეგი ნაბიჯისთვის.” როცა წავალ, ცუდი გრძნობები არ იქნება, ჩემგან არც ერთ ცუდ სიტყვას ვერ გაიგებთ მანჩესტერ იუნაიტედზე. ეს ჩემს ბუნებაშია, მე ასეთი ადამიანი ვარ.
თუ დავინახე, რომ უკვე ცუდი მდგომარეობაა არ გავაუარესებ. წარსულში მინახავს ფეხბურთელები, რომლებიც ტოვებდნენ ტკივილის გრძნობებს და არ მინდა ვიყო ასეთი ადამიანი. როცა წავალ განცხადებას გავაკეთებ, რადგან სამუდამოდ 100%-ით “წითელი” დავრჩები.
კარიერის შესახებ
ჯერ კიდევ ჩემი კარიერის ნახევარი ვარ, არ მგონია რომ ახლა ჩემი პიკი იყოს კარიერის, პრემიერ ლიგაში 9 წელი გავატარე, ამან ბევრი რამ მასწავლა და დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი, ასევე როგორც პიროვნება. საერთოდ არ ვნანობ ამ წლებს, რადგან ვცხოვრობ დღევანდელი დღით და უბრალოდ მესმის რომ ხან ცუდი ხდება და ხან კარგი. უბრალოდ ვცდილობ წონასწორობა დავიცვა. არის თუ არა ჩემი წლეების საუკეთესო პერიოდი წინ? 100%, პირადად მე ასეთ განწყობით ვარ.
ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შესახებ
– რა თქმა უნდა ესეც მაწუხებს. მინდა ჩემი ქვეყანა წარმოვადგინო მსოფლიოს უდიდეს ტურნირზე. მე უკვე მქონდა ასეთი შანსი რუსეთსა და ყატარში და ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება! თუ კიდევ მექნება ეს შესაძლებლობა, ორივე ხელს ავწევ და ვიტყვი კის.
შეეფერება თუ არა ამორიმის სისტემა მას
– მე მაქვს ის მახასიათებლებ რაც საშუალებას მაძლევს ვითამაშო სამივე პოზიციაზე – გარემარბი, “10-ნი” და “ცხრიანი”. ზოგიერთი პოზიცია ჩემთვის უფრო ბუნებრივად მოდის, ზოგი კი მეტ ვარჯიშს და ტაქტიკურ მომზადებას მოითხოვს. მარცხენა ფლანგი ყველაზე კარგად მაწყობს.
ამორიმი თამაშობს ორი ათიანით, მე-10 პოზიცია მაწყობს მარცხენა მხარეს, მაგრამ თამაში მჭირდება უფრო მეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არის ადაპტაციის უნარი. ხალხმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ეს მაგრამ მე ვითამაშე სხვადასხვა პოზიციაზე ბევრი სხვადასხვა მწვრთნელისთვის.
დაკარგე თუ არა ფეხბურთისადმი ინტერესი?
– არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ ჩემზე, მე მაქვს ჩემი ოცნებები და მხოლოდ ნაწილს მივაღწიე. ჯერ არ ვარ იქ სადაც მინდა ვიყო. სირთულე ის არის რომ როცა რაღაცას მიაღწევ მაშინვე გსურს რაღაც ახლის შექმნა, ეს არის ციკლი, რომელიც არასდროს ჩერდება – არ არსებობს დასასრული.