Daily Mail წერს რომ მანჩესტერ იუნაიტედის რამდენიმე ფეხბურთელი დუბაიში წავიდა დასასვენებლად და თბილ კლიმატში ვარჯიშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, წასული ფეხბურთელთა შორის არის ლისანდრო მარტინესი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა ტრავმისგან.
მანამდე ერიკ ტენ ჰეგმა განაცხადა რომ ზამთრის შესვენებაზე ბანაკებს და გასტროლებს არ გეგმავს სხვა ქვეყნებში, მაგრამ ბევრ მატჩში ნათამაშები მოთამაშეებს დაასვენებდა ასეთი პირობა მისცა ჟურნალისტებს: მან განაცხადა: „არიან ფეხბურთელები რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ და ვარჯიში სჭირდებათ. მათ უნდა იმუშაონ იმისთვის რომ ფორმაში იყვნენ მაგრამ არიან სხვებიც რომლებმაც 2023 წელს ბევრი თამაში ითამაშეს და შესვენება სჭირდებათ. მათ ენერგია სჭირდებათ“.
