“მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიმატა ორი ნიდერლანდელი დე იონგისა და ტაირელ მალასიას სახით, რომლებიც ძალიან მალე, უკვე ოფიციალურად ინგლისური გრანდის ფეხბურთელები გახდებიან.
კლუბებს შორის ყველაფერი გაირკვა, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია პირადი კონტრაქტის დეტალები, რაც დროის საკითხია.
ამ ტრანსფერების გაჩერხვის შემდეგ, ინგლისური გრანდი ცენტრალური-დაცვის გაძლიერებას გეგმავს. მთავარი კანდიდანტი ამ პოზიციაზე კი “აიაქსის” ფეხბურთელი ლისანდრო მარტინესია.
“წითელი ეშმაკები” გეგმავენ 24 წლის არგენტინელისთვის სატრანსფერო ბრძოლაში ჩაებან და მზად არიან მის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტიც კი გადაიხადონ.
მარტინესის საკუთარ რიგებში ხილვა “არსენალსაც” სურს. თუმცა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი კლუბის მაისურით ვიხილავთ ფეხბურთელს მომდევნო სეზონში.
