“მანჩესტერ იუნაიტედი” არგენტინელი ფეხბურთელის პაულო დიბალას დამატებით იყო დაინტერესებული, რომელმაც სეზონის ბოლოს ტურინის “იუვენტუსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
თუმცა, როგორც Dailly Maill აცხადებს, ინგლისურმა გრანდმა მის დამატებაზე უარი განაცხადა, მთავარი მიზეზი კი მისი ხელფასია. 28 წლის ფეხბურთელი კვირაში 280 000 ფუნტს ითხოვს, რაც “წითელი ეშმაკებისთვის” მიუღებელია.
არგენტინელის საკუთარ რიგებში ხილვა ასევე “ინტერს” სურს და დიდია იმის ალბათობა, რომ პაულო ზაფხულში სან სიროზე ვიხილოთ.