ESPN-ის ჟურნალისტის მარკ ოდგენის თქმით ედინსონ კავანი არ იყო ბედნიერი კლუბში გატარებული ბოლო სეზონით. 35 წლის ფეხბურთელს არ სურდა დარჩენა ინგლისურ გრანდში მას შემდეგ, რაც ოლდ ტრაფორდზე კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა. თუმცა, ურუგვაელი 1 წელი მაინც დარჩა “იუნაიტედში” , რომლის განმავლობაშიც მას თითქმის არ უთამაშია.
წყარო ასევე სძენს, რომ კავანი არ იყო ბედნიერი იმით, რომ მას 7 ნომრიანი მაისური “წაართვეს” და რონალდუს გადასცეს. ზამთარში კი კლუბიდან წასვლა სურდა, მისით კი “ბარსელონა” იყო დაინტერესებული, თუმცა გუნდმა ესპანელების მიერ შემოთავაზებული ყველა პირობა დაბლოკა. ჟურნალისტმა განუცხადა ESPN-ს:
“კავანი გაბრაზებული იყო. მან მართლაც კარგად ითამაშა რთულ სეზონში Covid 19-ის დროს, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში ცხოვრების ადაპტაცია გაუჭირდა. თუმცა, ამ სეზონში მან მხოლოდ ორჯერ მოახერხა გოლის გატანა, ამიტომ მისი დარჩენამ არავის სარგებლობა არ მოუტანა, მით უმეტეს, კლუბს” – განაცხადა მარკ ოდგენმა
35 წლის ცენტრფორვარდი სეზონის ბოლოს ოლდ ტრაფორდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და სხვა რომელიმე ევროპულ კლუბს შეუერთდება. მისი გადაბირებით ბოლო დროს ყველაზე ხშირად “ესპანიოლი” ინტერესდებოდა, რომელიც მზად იყო ფეხბურთელისთვის სასურველი შეთავაზება გაეკეთებინა.