Telefoot-თან მიცემულ ინტერვიუში კრისტოფერ ნკუნკუმ თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა:
“ეს არ არის საიდუმლო, არიან ჩემით დაინტერესებული კლუბები. კარგად უნდა დავფიქრდე და შემდეგ უნდა მივიღო გადაწყვეტილება. მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ეს კიდევ ერთი დიდი ფაქტორია, რომელიც უნდა გავითვალისწინო” – განაცხადა ნკუნკუმ.
კრისტოფერმა ამ სეზონში სულ 35 გოლის გატანა მოახერხა და ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ 24 წლის ფრანგს მომდევნო სეზონში.
