კრიშტიანუ რონალდუ ერთა ლიგის შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამოტოვებს. პორტუგალიელის გარდა განაცხადში კიდევ ორი ფეხბურთელი (რაფაელ გერეირო და ჟოაო მოუტინიო) ვერ მოხვდა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა, განმარტა, თუ რატომ ვერ ითამაშებს რონალდუ დღევანდელ მატჩში:
“ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. შვეიცარიაში 26 ფეხბურთელით გამგზავრება, მაშინ როცა თამაში მხოლოდ 23-ს შეუძლია, უაზრობა იქნებოდა. უბრალოდ, ამ ფეხბურთელებს მატჩის გამოტოვება მოუწიათ, სულ ესაა,” – განაცხადა სანტუშმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემოთ აღნიშნული დაპირისპირება დღეს ჩვენი დროით 22:45 წუთზე გაიმართება. პორტუგალიელები ჯგუფს კი 7 ქულით ლიდერობენ.
