ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრისტიან ერიქსენი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდა, ინფორმაცია დაადასტურა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც.
დანიელი “ბრენფორდიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით ოლდ ტრაფორდზე გადავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ამ ფაქტს გამოეხმაურნენ “ტოტენჰემის” გულშემატკივრები, რომლებმაც 29 წლის ფეხბურთელს ეს საქციელი არ მოუწონეს და ამასთან ნახევარმცველის მაისურებიც დაწვეს, რომელიც მას “დეზებში” თამაშის დროს ეცვა.