მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური განცხადება მეისონ გრინვუდთან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით

„2023 წლის თებერვალში მეისონ გრინვუდის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა ჩაატარა საფუძვლიანი გამოძიება მის ბრალდებასთან დაკავშირებით.კლუბმა გამოიყენა ვრცელი მტკიცებულებები და კონტექსტი, რომელიც არ არის საჯარო და ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეებისგან და მათი ნაცნობი მრავალი ადამიანისგან.მთელი ამ პროცესის განმავლობაში, კლუბის გამოძიებები ორიენტირებული იყო სავარაუდო მსხვერპლის კეთილდღეობაზე და და ჩვენ პატივს ვცემთ მის უფლებებს. ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა მეისონის, როგორც ფეხბურთელის, როგორც ახალგაზრდა მამაკაცის, რომელიც კლუბში შვიდი წლის ასაკიდან არის და ასევე როგორც ახალგაზრდა მამის წინაშე.ჩვენი გამოძიების ფაქტების დადგენის ეტაპი დასრულებულია და მეისონის მომავლის შესახებ გადაწყვეტილების საბოლოო ეტაპზე ვართ.მედიის სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამჟამად აქტიური შიდა განხილვის საგანია. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საბოლოოდ ეკისრება აღმასრულებელ დირექტორს.გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იგი ეცნობება კლუბის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებს.ეს არ არის ადვილი საქმე  და  ჩვენ ვითხოვთ თქვენს მოთმინებას, ეხლა ვმუშაობთ ამ განხილვის პროცესის ბოლო ეტაპებზე.”

Leave a comment