“იუვენტუსის” ცენტრალურმა-მცველმა მატეას დე ლიხტმა Dailly Maill-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერიკ ტენ ჰაგზე ისაუბრა და განაცხადა:
“მას უყვარს თავისი საქმე და უყვარს მუშაობა. ის ნამდვილად დეტალებშია ჩართული. ეს ყოველივე მას კარგ მწვრთნელს ხდის. მას ყველაფერი აქვს, რათა მანჩესტერში წარმატებას მიაღწიოს” – განაცხადა მატეას დე ლიხტმა.
ნიდელრალანდელ ფეხბურთელს ასევე უკავშირებენ ოლდ ტრაფორდზე გადასვლას, თუმცა მთავარი პრობლემა 22 წლის ცენტრალური-მცველის სატრანსფერო ღირებულებაა. იტალიური გრანდი მის სანაცლოდ 120 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც ართულებს გარიგების განხორციელებას.