MIRROR-თან საუბრისას “ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პაუ ტორესზე ისაუბრა და განაცხადა:
“პაუ ტორესი საოცარი ფეხბურთელია. სევილიას, პარის სენ-ჟერმენის, არსენალის მწვრთნელი ვიყავი, თუმცა მისნაირი ცენტრალური-მცველი არსად მინახავს. ვფიქრობ, ის უმაღლეს დონეზე ითამაშებს, ახლაც თამაშობს, თუმცა იგი ძალიან მალე შეძლებს ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშს” – განაცხადა უნაი ემერიმ.
ესპანელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედსაც” უკავშირებენ, რადგან ერიკ ტენ ჰაგს ახალი ცენტრალური-მცველის მოყვანას სურს ინგლისურ გრანდში.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, “წითელ ეშმაკებს” ამ ბრძოლაში კონკურენტი ჰყავთ “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” სახით.