“ვილიარეალის” ცენტრალურმა-მცველმა პაუ ტორესმა AS-თან ინტერვიუზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესზე ისაუბრა მის მიმართ და განაცხადა:
“ყველაფერი შესაძლებელია, მე არაფერს გამოვრიცხავ. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ერთადერთი შემოთავაზება, რომელიც მივიღე იყო ესპანულ გუნდისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. კლუბს ვუყვარვარ და მადლობელი ვარ ამისთვის. ვიცი, რომ კიდევ შემიძლია მრავალი წელი აქ დავრჩე, რადგან სიყვარული ორმხივია. ვნახოთ, რას გადავწყვეტთ” – განაცხადა პაუ ტორესმა.
25 წლის ფეხბურთელი ვილიარეალში დაიბადა და მთელი კარიერა აქ გაატარა – გარდა ერთი სეზონისა, რომელიც იჯარით “მალაგაში” გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” განიხილავენ მის დამატებას ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და სად ვიხილავთ ახალგაზრდა მცველს მომავალ სეზონში.