მოიესი: რუნი მოვიდა და მითხრა რომ ჩემი ცემა სურდა

🗣 დევიდ მოიესი უეინ რუნის შესახებ:

“უეინ რუნი დიდი ფეხბურთელი იყო. თექვსმეტი წლის ასაკში ის უკვე მამაკაცი იყო: წარმოუდგენლად ძლიერი, ფიზიკური სიძლიერის მოდელი. მას უბრალოდ აკლდა თამაშის მცირე გაგება. ინდივიდუალური ნიჭი, ქუჩის ფეხბურთელი, ის ბოლო არის ვინც მახსენდება ამ სტილით.

მაგრამ გეტყვით ისიც ძალიან შრომისმოყვარე იყო. მას დიდად არ აინტერესებდა ავტორიტეტი. მე მოვედი შოტლანდიიდან, რომელიც საკმაოდ მკაცრი ავტორიტარული და პირდაპირი ხასიათის ხალხთან მიწევდა ურთიერთობა. ერთ ღამეს როდესაც მე ის არ გამოვიყვანე ლივერპულთან დერბიში თამაში მან მითხრა: „გაბრაზებული ვარ, მინდოდა მოვსულიყავი და მეყვირა შენზე და მეჩხუბა“.

გამარჯვებისთვის დაბადებული ადამიანი, ადამიანი რომელსაც უყვარს გამოწვევები და ებრძვის ნებისმიერს. როდესაც ვიხსენებ უეინს და იმას რაც მან გააკეთა ჩემთვის შთამბეჭდავია, ვიმედოვნებ რომ ხალხი გარკვეულწილად იტყვის: „დიახ, მან კარგი საქმე გააკეთა“. ახლა ჩვენ ვხედავთ ბევრ ბიჭს რომელიც გზას ცდება ის ბიჭები რომ რუნის გზას იმეორებდნენ დღეს დიდი ფეხბურთელები გახდებოდნენ“.

Leave a comment