“მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას” – ჰარი მაგუაიერი ერიკ ტენ ჰაგზე

talkSPORT-სთან მიცემულ ინტერვიუში ჰარი მაგუაიერს ჰკითხეს თუ რატომ არ შეხვდა აქამდე ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს, რაზეც ინგლისელმა განაცხადა:
“ვფიქრობ, ერიკ ტენ ჰაგს ესმის, რომ სანაკრებო მატჩებზე ვარ წასული. კვირაში ოთხი თამაშის ჩატარება რთულია.  დარწმუნებული ვარ მალე დაველაპარაკები მას. რთული სეზონის შემდეგ, კლუბში ყველა აღფრთოვანებულია და მოუთმენლად ელის მასთან მუშაობას.” – განაცხადა ჰარი მაგუაიერმა.
ნიდერლანდელის მთავარი მოთხოვნა ოლდ ტრაფორდზე ახალი ცენტრალური-მცველის მოყვანაა. როგორ სჩანს, 52 წლის სპეციალისტი შეშფოთებულია მაგუაიერის არასტაბილურობით. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის ფაქტი, შეინარჩუნებს თუ არა 29 წლის ფეხბურთელი ადგილს ძირითად შემადგენლობაში და შესაბამისად, კაპიტნის სამკლაურს მომდევნო სეზონში.

Leave a comment