ნემანია მატიჩმა თავისი პირველი ინტერვიუ ჩაწერა გუნდის ოფიციალურ საიტთან, სადაც განაცხადა:
“მოხარული ვარ ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობით. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, ახალ თანაგუნდელებთან ერთად. რომა არის დიდი კლუბი, საოცარი გულშემატკივრებით და მწვრთნელით, ჟოზე მოურინიო, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იმედი მაქვს, ერთად მუშაობით ჩვენ შევძლებთ წარმატების მიღწევას” – განაცხადა ნემანია მატიჩმა.
სერბმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედი” ხუთწლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, თავისუფლი აგენტის სტატუსით დატოვა. მისით ყველაზე მეტად ჟოზე მოურინიოს “რომა” იყო დაინტერესებული, რომელსაც 33 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა სურდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნახევარმცველი იტალიურ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.