ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ არსენალის 16 წლის ფორვარდი ჩიდო ობი მარტინი მანჩესტერ იუნაიტედში გადადის.
„ჩიდო ობი მარტინი მანჩესტერ იუნაიტედში, გადავიდა! “ნიჭიერი თავდამსხმელი ტოვებს არსენალს და ახლახან მიიღო “იუნაიტედის” შეთავაზება.”
ოლდ ტრაფორდზე გადასვლა შეიძლება ჩიდოს წარმატების გასაღები იყოს, რომელმაც გერმანიიდან უკეთესი შეთავაზებები უარყო. ახალგაზრდებთან მუშაობის სისტემამ დაარწმუნა მოთამაშე იუნაიტედი აერჩია.
ფაბრიციო ასევე დასძენს, რომ ჩიდო ობი მარტინის გადასვლის მთავარი ფაქტორი იყო რუდ ვან ნისტელროი, რომელიც ფეხბურთელს იუნაიტედში მისი განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა.