პოლ პოგბა: “მინდა ფეხბურთი ისევ მაღალ დონეზე ვითამაშო”

UNINTERRUPTED-თან საუბრისას, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, თუ რა სურს, რომ მოხდეს მის სამომავლო კარიერაში:
“ჩემი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. მინდა, რომ ფეხბურთი ისევ მაღალ დონზე ვითამაშო და ამ ყველაფრისგან სიამოვნება მივიღო. უნდა ისიამოვნო იმით, რასაც აკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად ვერასდროს ითამაშებ. როდესაც მე გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობ, ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც შენს შრომას აფასებენ. ” – განაცხადა პოლ პოგბამ.
29 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით იტალიაში დაბრუნდება და ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდება. პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე გარკვეულია, მომდევნო კვირას კი ეს შეთანხმება გაოფიციალურდება.

Leave a comment