რაგნიკი: ეს არის მიზეზი სანჩომ რატომაც ვერ ითამაშა იუნაიტედში

რალფ რანგნიკი ჯეიდონ სანჩოსთან მუშაობაზე:
“ექვს თვეში სანჩოსთან არც ერთი დისციპლინური პრობლემა არ მქონია. პირიქით, საკმაოდ მშვიდი და სასიამოვნო ბიჭია. როდესაც სანჩო ფორმაში იყო კარგად თამაშობდა.
მას მანჩესტერში თამაშის საშუალება არ მისცეს, ახლა დორტმუნდის ბორუსიაში ისევ თამაშის რიტმი უნდა დაიჭიროს და ფორმაში ჩადგეს. მისი გადმოსახედიდან ამ გადასვლას აზრი აქვს და სწორი ნაბიჯია.
მან საუკეთესო დრო გაატარა “ბორუსიაში” და როდესაც ის ჯანმრთელი იყო კარგად თამაშობდა ჩემს გუნდში. თუმცა სანჩო ისეთი უდარდელი და ლაღი აღარ იყო როგორც დორტმუნდში, მაგრამ ეს ასევე დაკავშირებულია კლუბის ზოგად მდგომარეობასთან ასევე პრემიერ ლიგისთვის ფიზიკურ მომზადებაზე.

Leave a comment