რატომ სურს ერიკ ტენ ჰაგს სტივ მაკლარენის ხილვა ოლდ ტრაფორდზე?

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც კლუბს ზაფხულში ჩაიბარებს სამწვრთნელო შტაბის შეცვლას გეგმავს. უკვე ოფიციალურად გარკვეულია, რომ მას ზაფხულში თანამემამულე მიტჩელ ვან დერ გააგი შეუერთდება. თუმცა, 52 წლის სპეციალისტს  ოლდ ტრაფორდზე ასევე სტივ მაკლარენის ხილვა სურს.
როგორც წყარო The Telegraph იტყობინება ტენ ჰაგს სურს გვერდით ჰყავდეს გამოცდილი ფიგურა, რომელსაც კარგად ესმის  ინგლისური ფეხბურთის და სწორედ მაკლარენი იდეალურად ერგება ამ როლს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტივი იყო სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი ინგლისურ გრანდში. ასევე მას აქვს ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის გამოცდილება, როდესაც ორივე ერთად ედგა სათავეში ნიდერლანდურ კლუბ Twente-ს.

Leave a comment