რა მიზანს ემსახურება სანჩოს მოხსნა გუნდიდან? ერიკი ფრგიუსონს ბაძავს?

ლორი უიტველი The Athletic-დან წერს რომ ერიკ ტენ ჰეგის მიერ სანჩოს  ვარჯიშიდან მოკვეთას  ორ მიზანს ემსახურება. ჯერ ერთი ის სჯის მას დაუმორჩილებლობის გამო და აჩვენებს რომ ყველა არასწორ მოქმედებას ექნება რეაქცია და მეორეც აჯილდოებს გუნდის სხვა წევრებს, რომლებიც აკეთებენ იმას რასაც მათგან მოელიან.
ტენ ჰეგი თვლის, რომ კონკრეტული მოთამაშის ერთი უარყოფითი მოქმედება და მისი დასჯა შეიძლება იყოს დადებითი გუნდის დანარჩენი წევრებისთვის.
ტენ ჰაგი ცდილობდა ეჩვენებინა რომ კონფლიქტი არ იყო მისი პირადი გრძნობების შელახვის გამო მას შემდეგ რაც სანჩომ მას მატყუარა უწოდა. ერიკს სჯერა რომ პოზიცია რომელსაც ის დაიკავებს უზრუნველყოფს რომ მის გუნდში ყველა სხვა ადამიანს ჰქონდეს დამატებითი მოტივაცია, რომ საუკეთესოდ გამოავლინონ თავი. თუ სხვა მოთამაშეები შეხედავდნენ ამ სიტუაციას იმ რაკურსით რომ მენეჯერი არ დასჯიდა მას, ყოველგვარი დასჯის გარეშე ჩაივლიდა ეს ყველაფერი, ამას შეიძლება ზიანი მიეყენებია გუნდის მორალისთვის
ამ კვირაში რიო ფერდინანდმა ანალოგი გაავლო ტენ ჰეგის ქმედებებსა და სერ ალექსის ქმედებებს შორის სიტუაციაზე, როი კინის სიტუაცია გაიხსენა, რომელიც კლუბიდან გარიცხეს კლუბის ტელეარხზე ინტერვიუს გამო: „როი იჯდა კამერის წინ  ყველას ლანძღავდა და ანადგურებდა სიტყვით, მათ შორის მეც. ამის შესახებ მწვრთნელმა შეიტყო, კლუბის შესავლელი გადაკეტა და გუნდი სავარჯიშო მოედანზე შეკრიბა. ყვიროდა და როიმ გაჩუმების ნაცვლად დაიწყო პასუხი გაცემა და ყველაფერი ნამდვილ სიგიჟეში გადაიზარდა!
“მეორე დილით მენეჯერმა ისევ შეგვკრიბა ყველა და გამოაცხადა: “როი კინი აღარასოდეს ითამაშებს ამ კლუბში”. და ის იყო ჩვენი კაპიტანი, კლუბის ლეგენდა, ფენომენალური მოთამაშე და შესანიშნავი ბიჭი! მაგრამ სერ ალექსი კლდესავით მტკიცე იყო, ამით აჩვენა: „ჯობია, არავის არაფერი შეეშალოს!“
თენ ჰეგის მეთოდი უფრო კეთილგანწყობითი  გარემოს შექმნას ცდილობს ვიდრე შიშის დანერგვას, მაგრამ ზოგადი პრინციპი იგივეა. ფერგიუსონის თქმით კინი საჯაროდ ამცირებდა თანაგუნდელებს, საფრთხეს უქმნიდა მათ ერთიანობას; სანჩომ ტენ ჰეგის აზრით ვარჯიშზე არ გაამართლა მოლოდინი და ამით პოტენციურად მოახდინა გავლენა სხვებზე.
ტენ ჰეგიმ ყველა მეთოდი სცადა, სანჩოს სამი თვე მისცა გასულ სეზონში რომ პრობლემები მოეგვარებინა, როდესაც ის ასევე მუდმივად აგვიანებდა შეხვედრებზე, ამ საკითხის დახურვა შეიძლებოდა ბოდიშის მოხდით, რასაც „იუნაიტედი“ გაასაჯაროებდა, მაგრამ „ბოდიში“ არ უთქვამს სანჩოს და მისი მწვრთნელთან შეხვედრის შემდეგ რომელიც ორშაბათსშედგა მოგვიანებით იუნაიტედმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ადასტურებს ჯეიდონის დროებით გარიცხვას გუნდის ვარჯიშდან.
პარასკევს სანჩო კარინგტონის ბაზაზე ნახეს, სადაც ყველასგან განცალკევებით ვარჯიშობდა ფიტნეს ტრენერის ხელმძღვანელობით.

Leave a comment