“მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა-მცველს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ კლუბის დატოვებას. თავად ფეხბურთელს კი ოლდ ტრაფორდის დატოვება არ სურს. თუმცა, მის მომავალს საბოლოოდ მაინც ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გადაწყვეტდა, რომელიც ოფიციალურად ჩაუდგა კლუბს სათავეში.
როგორც სანდო წყარო Dailly Maill ციტირებს ინგლისელი მცველი 52 წლის სპეციალისტის გეგმებში არ შედის და ნიდერლანდელი მისცემს მას უფლებას, რომ დატოვოს კლუბი იჯარით, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით: თუ ექნება მას სერიოზული შემოთავაზება ან კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი გამოსყიდვის უფლებით.
ვან-ბისაკა “წითელ ეშმაკებს” 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. ამ დროის განმავლობაში კი მან პრემიერ-ლიგის ეგიდით 89 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლის და 8 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.