“მანჩესტერ იუნაიტედს” ფრენკი დე იონგის ტრანსფერის უკანასკნელი დეტალებიღა აქვს მოსაგვარებელი, აცხადებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
“წითლებსა” და “ბარსელონას” შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც ინგლისური გრანდი “ბლაუგრანას” ნიდერლანდელის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა, ტრანსფერი დღემდე ბონუსების სისტების გამო ვერ შედგა, რაზეც კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. იტალიელის აზრით, საბოლოო ჯამში ბონუსებმა შესაძლოა 20 მილიონი ევრო შეადგინონ.
მიუხედავად შეთანხმებისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 წლის ნახევარმცველს “კამპ ნოუს” დატოვება არ სურს. ესპანური კლუბი მზად არის მის შესანარჩუნებლად იბძოლოს, თუმცა ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზე უნდა დათანხმდეს, რის გაკეთებასაც, ამ ეტაპზე, ფრენკი არ აპირებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიდერლანდელს კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2026 წლამდე აკავშირებს.
