ენტონი ელანგა ძალიან ბევრ დროს ატარებს სპორტარბაზში. შვედის მთავარი მიზანი წინასასეზონო მატჩებისთვის მზადება და ახალ მთავარ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენაა.
ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს 20 წლის ფეხბურთელს სულ ცოტა დააკლდა ნახტომში მსოფლიო რეკორდის გამეორებასთან.
United-ის TikTok ექაუნთზე გავრცელდა ვიდეო, სადაც შვედმა ნახტომში 63 ინჩი (5’2,5) დააფიქსირა.
მას ძალიან ცოტა დააკლდა, რომ მოეხნსა ამერიკელი მწვრთნელის კრის სპელის მიერ დამყარებული რეკორდი ნახტომში (67 ინჩი).