რიკელმე: “ფერგიუსონს ჩემი შეძენა სურდა, მაგრამ “ვილიარეალში” დავრჩი

რიკელმე: “ფერგიუსონს ჩემი შეძენა სურდა, მაგრამ “ვილიარეალში” დავრჩი. “არსენალთან” ნახევარფინალური მატჩი გვქონდა ინგლისში, სადაც ის სასტუმროში მოვიდა “ვილიარეალის” პრეზიდენტთან და ჩემს აგენტთან შესახვედრად. შეხვედრის შემდეგ აგენტმა მითხრა, რომ ფერგიუსონს ჩემთან მოსალმება სურდა. მისალმებისას “ვილიარეალის” პრეზიდენტი ამბობს:- შენი შეძენა სურს, – თქვენ რა უპასუხეთ?, – ვკითხე მე,- სავარჯიშო ბაზა იყიდება, “ელ მადრიგალი” იყიდება, ყველაფერი იყიდება გარდა რიკელმესი, – მითხრა პრეზიდენტმა. შემდეგ აგენტს მივუბრუნდი და ვუთხარი: “შეგიძლია ფერგიუსონს გადასცე, რომ არასდროს დავივიწყებ ამ 5 წუთს, მაგრამ თუ პრეზიდენტს ჩემი გაყიდვა არ სურს, მე “ვილიარეალში” ვრჩები”. ხელი ჩამოვართვი და ბიჭებთან წავედი. რამდენიმე წელიწადში გერმანიაში “აუდის” თასზე “ბოკასთან” ერთად ვმონაწილეობდი, სადაც ფერგიუსონი პრესკონფერენციას მართავდა, რომლის დროსაც დაადასტურა, რომ ჩემი შეძენა ნამდვილად სურდა და იმედი გამოთქვა, რომ ყოველთვის, როცა “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელის შეძენას დააპირებს, ისეთივე პასუხს მიიღებს, როგორიც მე გავეცი”

Leave a comment