BBC-ს ცნობილი ჟურნალისტის საიმონ სტოუნის თქმით, მეისონ გრინვუდს ხუთშაბათს ექნება პირადი მოსმენა მისი გირაოს გახანგრძლივების თაობაზე.
ინგლისელი ფეხბურთელის საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, მაგრამ პოლიციამ ვერდიქტის გამოტანა ჯერ ვერ შეძლო.
სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს წინასასეზონო მატჩების დროს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი იანვრის თვეში დააკავეს ყოფილ შეყვარებულზე გაუპატიურებაში და თავდასხმაში ეჭვმიტანელის სტატუსით.