The Times – ის ჟურნალისტის, დუნკან კასტლის თქმით, კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლებს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბიდან გაშვება სთხოვა, თუ ინგლისური გრანდი სასურველ შემოთავაზებას მიიღებს.
37 წლის ფეხბურთელს არ სურს ჩემპიონთა ლიგურ ფეხბურთს მოსწყდეს, რადგან მას მიაჩნია, რომ მინიმუმ 3-4 წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. გარდა ამისა, პორტუგალიელს ინგლისიდან წასვლის პირადი მიზეზები აქვს.
კრიშტიანუს “ბაიერნს” და “ჩელსის” უკავშირებდნენ, მაგრამ ფორვარდის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არცერთ მხარეს არ გამოუხატავს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რონალდუს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
