რონალდუ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა – რას აპირებს პორტუგალიელი?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილიო გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით, აცხადებს პორტუგალიური გამოცემა Record-ი.
როგორც წყარო სძენს, 37 წლის სუპერვარსკვლავმა თავის მეგობრებს უთხრა, რომ ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს, თუ გუნდი პასიურობას გააგრძელებს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ასევე, როგორც AS-ი იტყობინება, რონალდუს გადაბირებით “ბაიერნი” არის დაინტერესებული, რომელიც მზად არის პორტუგალიელს სასურველი შეთავაზება გაუკეთოს.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დარჩება თუ არა კრიშტიანუ მომავალ სეზონში ოლდ ტრაფორდზე.

Leave a comment