რუბენ ამორიმმა გასახდელში დიდი მონიტორი დააზიანა

The Athletic-ის ცნობით, რუბენ ამორიმმა გასახდელში დიდი ეკრანი დააზიანა ბრაიტონთან მარცხის შემდეგ, ფეხბურთელებზე გაბრაზების დროს.

“იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა 15 მატჩში მეშვიდე მარცხის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით, გამოვიდა მოთმინებიდან და გაბრაზება გამოხატა აგრესიით

ინციდენტის შესახებ ცნობილი გამოცემის რამდენიმე წყარო იტყობინება რომ მონიტორი ამორიმის მოქნეული ხელ ფეხის შემდეგ ახლა რემონტს საჭიროებს.

მწვრთნელის რეაქცია კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამორიმი მანამდე ჩუმად იყო და წარუმატებელი მატჩების შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს, ამჯობინებდა ცივი გონებით შეეფასებინა სიტუაცია. თუმცა ამჯერად ყველა მოთმენიბის საზღვარი ამოიწურა.

კლუბში აცხადებენ რომ პორტუგალიელების გაბრაზების ეს აფეთქება სერ ალექს ფერგიუსონის ლეგენდარული “ფენის” მსგავსი იყო.

Leave a comment