სატრანსფერო სიახლეები (01.15.2025)

სატრანსფერო სიახლეები

✳️“მილანის” ინტერესები კაილ უოკერის მიმართ:

“მილანი” დაინტერესებულია კაილ უოკერის დამატებით, მაგრამ კლუბი ამჟამად მხოლოდ ერთ ბრიტანელი ფეხბურთელის დარეგისტრირებას შეძლებს. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მარკუს რაშფორდის ბედზე.

✳️კაზემიროს შესაძლო ტრანსფერი საუდის არაბეთში:

“მანჩესტერ იუნაიტედი” თვლის რომ იანვარში კაზემიროს ტრანსფერი ნაადრევია, თუმცა ზაფხულში კლუბი გეგმავს ბრაზილიელთან განშორებას, რათა შეამციროს ხელფასების ხარჯები.

✳️ ჰარი ამასის იჯარა:

“მანჩესტერ იუნაიტედი” გეგმავს 17 წლის ჰარი ამასის იჯარას, მაგრამ ეძებს შესაფერის კლუბს, რომელიც ფეხბურთელის განვითარებას შეუწყობს ხელს.

✳️ ანდერ ერერას ტრანსფერი “ბოკა ხუნიორსში”:

ანდერ ერერა “ბოკა ხუნიორსში” გადავიდა, ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა. “ბოკას” რიგებში ასევე თამაშობენ ყოფილი “იუნაიტედის” მოთამაშეები: ედინსონ კავანი, სერხიო რომერო და მარკოს როხო, რომელიც გუნდის კაპიტანია.

✳️ ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერი:

“ნაპოლი” ცდილობს ალეხანდრო გარნაჩოს შეძენას, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” მის ტრანსფერზე 70 მილიონი ფუნტის მოთხოვნას არ ამცირებს.

✳️ რანდალ კოლო-მუანის ტრანსფერი:

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი რანდალ კოლო-მუანი სეზონის ბოლომდე “იუვენტუსში” იჯარით ითამაშებს, გამოსყიდვის უფლების გარეშე.

Leave a comment