სოფიან ამრაბატი საუკეთესო იყო ზამბიის ნაკრებთან

სოფიან ამრაბატმა მაროკოს ნაკრებში სრული მატჩი ჩაატარა ზამბიის ნაკრებთან და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მაროკოელებმა 0:1 მოიგეს და ჯგუფი 7 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ. მერვედფინალში ვალიდ რეგრაგუის გუნდი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი სამშაბათს, 30 იანვარს გაიმართება.
შაბათს, 27 იანვარს, კამერუნის ნაკრები ანდრე ონანას მეთაურობით მერვედფინალში ნიგერიის ნაკრებს შეხვდება.

Leave a comment