ერიკ ტენ ჰაგის პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე “იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში 31 ივლისს შედგება, როდესაც “წითელი ეშმაკები” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებენ.
მატჩის დაწყებამდე კი კლუბის გულშემატკივრები გეგმავენ სტადიონზე მისვლას რამდენიმე საათით ადრე, რათა გამოხატონ პროტესტი გლეიზერების მიმართ.
“წითლების” გულშემატკივრები ასევე უკმაყოფილოები არიან, რომ გლეიზერებმა 11 მილიონი ფუნტი აიღეს კლუბის ბიუჯეტიდან დივიდენდების სახით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პრესეზონზე სულ 6 მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა კი 12 ივლისს “ლივერპულის” წინააღმდეგ არის ჩანიშნული.