ტენ ჰაგის პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე – გუნდი “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდება

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 31 ივლისს გუნდი ოლდ ტრაფორდზე “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს. 
ეს დაპირისპირება ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ერიკ ტენ ჰაგისთვის პირველი იქნება ოლდ ტრაფორდზე მწვრთნელის რანგში.
კლუბის დირექტორმა ჯონ მორტოუმ ამ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა:
“წინასასეზონო მატჩებისთვის ყველაფერი მზად არის. ეს იდეალური შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომ თავი გამოიჩინონ და შთაბეჭდილება მოახდინონ ახალ მთავარ მწვრთნელზე. რაც შეეხება ტენ ჰაგს, ეს მისთვის პირველი შეხვედრა იქნება ოლდ ტრაფორდზე მწვრთნელის რანგში და იმედი მაქვს გულშემატკივრები მას თბილად შეხვდებიან”- განაცხადა ჯონ მორტოუმ.

Leave a comment