მაიკ ვერვი, დე ტელეგრაფი:
კრისტიან ერიქსენი და ფრენკი დე იონგი ერიკ ტენ ჰეგის ნომერ 1 სამიზნეები არიან. მან „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას განუმარტა, რომ ამ ფეხბურთელების მოსვლა აუცილებელია მისი თამაშის სტილის განსახორციელებლად.
ფრენკი დე იონგი და მისი აგენტი განზრახ ჩუმად არიან. ის ფაქტი, რომ იუნაიტედი მრავალ შეთავაზებას აკეთებს ადასტურებს რომ მოთამაშე მზად არის შეუერთდეს მათ, რადგან კლუბი როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია არასოდეს გააკეთებს შეთავაზებას ან მოლაპარაკებას ტყუილად რომ სერიოზულად დაინტერესებული არ იყოს.
ერიკ ტენ ჰეგი დარწმუნებულია, რომ ნახევარდაცვაში ინვესტიციაა საჭიროა მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი თამაშის შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად. სხვა პოზიციებიც უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ნახევარდაცვა კლუბის ყველაზე დიდი პრობლემაა.
ამასობაში ლუი ვან გაალმა იურიენ ტიმბერს “აიაქსში” დარჩენა ურჩია. ტიმბერს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შანსი ძალიან მცირეა.