როგორც Manchester Evening News-ი ციტირებს, აარონ ვან-ბისაკა ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და მას შეუძლია ოლდ ტრაფორდი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
ინგლისელის წასვლის შემთხვევაში გუნდს ორი მარჯვენა-მცველი ეყოლება დიეგო დალოსა და ბრენდონ ვილიამსის სახით.
როგორც წყარო სძენს, “წითელი ეშმაკები” ამ ზაფხულს ახალ მარჯვენა მცველს არ დაიმატებენ, რადგან ნიდერლანდელისთვის უფრო პრიორიტეტული ფორვარდისა და ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერებაა.
რაც შეეხება აარონს მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და შეიძლება “წითლებმა” მისი გაყიდვით გარკვეული სარგებელიც კი მიიღონ.