“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ გუნდმა ზაფხულში ახალი თავდამსხმელი დაიმატოს. ედინსონ კავანი კლუბს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ხოლო რონალდუ არ არის ისეთი პროდუქტიული, როგორიც წინა წლებში იყო.
ნიდერლანდელი ფიქრობს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყველა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მისი ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ 52 წლის სპეციალისტს სურს ახალგაზრდა ცენტრფორვარდის დამატება, რომელიც შეძლებს გუნდში 37 წლის ფეხბურთელის ჩანაცვლებას.
ინგლისური გრანდის ერთ-ერთი ფავორიტი ამ პოზიციაზე კი დეივინ ნუნიესია, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ალაბთობით “ბენფიკას” დატოვებს და სხვა რომელიმე ევროპულ გუნდს შეუერთდება. პორტუგალიელები კი მის სანაცვლოდ 51 მილიონ ევროს ითხოვენ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვის დაიმატებს “იუნაიტედი” ამ ზაფხულს.